1773169642
პოლიტიკა
ქადაგიშვილი ხუხაშვილზე: ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე გახადონ
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გია ხუხაშვილის გამოკითხვაზე ისაუბრა.
„ჩვენ გვყავს მოლაპარაკე თავების მთელი კოჰორტა, რომელთა მიზანი არის, რომ თუ რამე ცუდი ხდება ჩვენი ქვეყნის გარშემო, სადმე ომია ან სისხლის ღვრა არის, ეს ყველაფერი დაუკავშირონ საქართველოს და ამ ცუდი ამბების თანამონაწილე თუ გამზიარებელი გახადონ“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ცნობისთვის, გია ხუხაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოჰკითხეს.