ქადაგიშვილი კანდელაკის ნარატივებზე დაფუძნებულ სტატიაზე: ეს არის პირდაპირი ღალატი და შეტევა საკუთარ სამშობლოზე, ასეთი მოღალატეები საქართველო ისტორიაში მრავლად ყოფილან
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი The Washington Free Beacon-ის სტატიას ეხმაურება და მას საქართველოს წინააღმდეგ მორიგი დეზინფორმაციის კამპანიად მიიჩნევს.
ქადაგიშვილის შეფასებით, ეს არის პირდაპირი შეტევა და ღალატი სამშობლოს მიმართ.
„ეს არის პირდაპირი ღალატი და შეტევა საკუთარ სამშობლოზე. ასეთი მოღალატეები საქართველო ისტორიაში მრავლად ყოფილან და ამ კოჰორტას ეს ადამიანიც შეემატა. სპეკულაცია ხდება იმაზე, რომ საქართველოში არიან ჩვენი თანამოქალაქეები, რომლებიც არიან მუსლიმები და შიიტური აღმსარებლობის.
ამ ყველაფრის მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააზიანონ საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გამოსწორებისკენ მიმავალი გზა. ამიტომ, არამარტო პოლიტიკური განცხადებები, არამედ გარკვეული სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხიც უნდა დადგეს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.