Loading data...
ქადაგიშვილი ISFED-ზე: ეს არის ორგანიზაცია, რომლის დევიზი არის - „გავაყალბოთ ყველაფერი, რის გაყალბებაც შესაძლებელია“

„ეს არის ორგანიზაცია, რომლის დევიზი არის - „გავაყალბოთ ყველაფერი, რის გაყალბებაც შესაძლებელია“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი ონლაინ მედიების შესახებ ISFED-ის კვლევას.

როგორც დეპუტატი აღნიშნავს, ამ ორგანიზაციის სპეციფიკა მდგომარეობს იმაში, რომ მან უნდა გააყალბოს მონაცემები.

„საბოლოო ჯამში ვნებს იმ თავის დონორებსაც იმიტომ, რომ მათ ამით ექმნებათ აბსოლუტურად არასწორი წარმოდგენა დაწყებული საქართველოს არჩევნებით და დამთავრებული „ქართული ოცნების“ თუ სხვადასხვა პარტიისა თუ ორგანიზაციის მხრიდან მედიის მიმართ დამოკიდებულებით.

ამიტომ ეს არის ორგანიზაცია, რომლის დევიზი არის - „გავაყალბოთ ყველაფერი, რის გაყალბებაც შესაძლებელია“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.