Loading data...
ქადაგიშვილი: ძველი „ნაცმოძრაობის“ დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ რაღაც ახალს ქმნიან, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების თამაშია

„ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც დანაწევრებული იყო და ახლა ეს დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ ჩვენ ახალა რაღაც ახალს ვქმნით, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების თამაშია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი ოპოზიციური გაერთიანების ჩამოყალიბება საუბრისას განაცხადა. 

ქადაგიშვილის თქმით, ახალი ფაქტობრივად არაფერი ხდება.

„თუ საზეიმო განცხადებებს ყურადღებას არ მივაქცევთ და უბრალოდ მშრალად შინაარსს შევხედავთ, მარტივია, არაფერი სიახლე არ ხდება. არის ერთიანი დიდი „ნაცმოძრაობა“, რომელიც შინაარსობრივად ერთიანია, მაგრამ შიდა შეუთავსებლობის გამო, ანუ ადამიანური ფაქტორების გამო, რამდენიმე ნაწილადაა დაშლილი.

ეს არის ორთოდოქსი „ნაციონალური მოძრაობა“, „გირჩი“ ჯაფარიძე აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“, მელია- გვარამია აგრეთვე „ნაციონალური მოძრაობაა“ და ხოშტარია, ასევე, „ნაციონალური მოძრაობაა“. ისინი ისედაც იყვნენ ერთმანეთთან სხვადასხვა ფორმით დაჯგუფებულები, ახალა საარჩევნო საზეიმო განწყობით გამოგვიცხადეს. არაფერი რაიმე სიახლე აქ არც პოლიტიკური კონფიგურაციის სახით და არც ელექტორალური ახალი მიგნებების სახით არ გვაქვს.

ეს ის „ნაციონალური მოძრაობაა“, რომელიც დანაწევრებული იყო და ახლა ეს დანაწევრებული ნაწილები აცხადებენ, რომ ჩვენ ახალა რაღაც ახალს ვქმნით, რაღაც გაერთიანებას ვქმნით, რაღაც გრანდიოზულს ვაკეთებთ, მაგრამ ეს ყველაფერი უბრალოდ სიტყვების თამაშია. შინაარსობრივად პერსონების დონეზე კი არის ერთი და იგივე ადამიანების თავშეყრის ადგილი“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.