1755860779
პოლიტიკა
ქადაგიშვილი დიპიროს პროგრამაზე: მიზანი არის ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამენაირად დააზიანონ ან ჩაშალონ კიდეც

„ამ პროექტის მიზანი შესაძლოა თვითმმართველობის არჩევნების ჩაშლაც კი იყოს“, - ასე გამოეხმაურა მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი IRI-ის პროგრამების ხელმძღვანელის ჯონ დიპიროს მიერ ოპოზიციასთან შეხვედრებს.
„ამ კონკრეტული პროექტის მიზანი, რომელიც ახლა IRI-ის ეგიდით მიმდინარეობს და უნდათ, განახორციელონ, არის სულ მცირე ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები რამენაირად დააზიანონ და ამ არჩევნების შესაძლოა ჩაშლაც კი იყოს ამ აქციის მიზანი“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.