Loading data...
ქადაგიშვილი: დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება საქართველოს არც განვითარება და არც ევროკავშირში ღირსეულად ინტეგრაცია

დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება საქართველოს არც განვითარება და არც ევროკავშირში ღირსეულად ინტეგრაცია, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. 

ქადაგიშვილის თქმით, ფარული მეთოდებით, ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა არავინ არ უნდა სცადოს.

ამასთან, ქადაგიშვილი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობა“ ცდილობს ქვეყანაში რევოლუციური პროცესები გამოიწვიოს.

„დამოუკიდებელი, ძლიერი, სუვერენული სახელმწიფოს გარეშე არ მოხდება საქართველოს არც განვითარება და არც ღირსეულად ევროკავშირში ინტეგრაცია. მნიშვნელოვანი არის ის, რომ საქართველოში არასდროს არ უნდა იყოს ისე, რომ ხელისუფლების ცვლილებაში მონაწილეობა ხდებოდეს ფარული მეთოდებით, წყალქვეშა დინებებით და რევოლუციური მეთოდებით. ეს უნდა იყოს ღია, თავისუფალი, დემოკრატიული პროცესი.

რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობამ“ 2012 წლის შემდეგ, ვერ მოახდინა თვით შეცვლა იმ მიმართულებით, რომ ის ყოფილიყო დემოკრატიული პროცესის ნაწილი. მთელი ამ ხნის განმავლობაში, ის სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა გზით ცდილობდა ქვეყანაში რევოლუციური, ხელოვნური პროცესები გამოეწვია, ქვეყანა ეჯანჯღარებინა, ქვეყნის პრესტიჟი მაქსიმალურად შეელახა. რა თქმა უნდა, ამას ექნება პოლიტიკური და მათ შორის, სამართლებრივი შეფასებაც“, - აცხადებს ქადაგიშვილი.