Loading data...
ქადაგიშვილი „ახალის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე: ეს არის ძირგამომპალი „ნაცმოძრაობის“ მცდელობა, საკუთარი თავი გაყიდონ ისე თითქოს ახლები არიან

ეს გაერთიანება ძველი „ნაციონალების“ შეკრებაა, რომელსაც დავით კეზერაშვილი აკონტროლებს, მეორე ფლანგს კი მიხეილ სააკაშვილი, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა „ახალის“, „დროასა“ და „გირჩი - მეტი თავისუფლების“ გაერთიანებაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, „ნაცმოძრაობა“ ცდილობს, საკუთარი თავი ისე გაყიდოს, თითქოს ახლები არიან.

„შინაარსობრივად ერთნი არიან, მაგრამ პიროვნული გაურკვევლობები აიძულებდა მათ დაშლილიყვნენ. დღეს, ეს გაერთიანება არის ძველი „ნაციონალების“ შეკრება, რომელსაც, რა თქმა უნდა, აკონტროლებს კეზერაშვილი და აქეთა „ნაციონალებს“ აკონტროლებს სააკაშვილი. აქ რაღაც სიახლესთან არ გვაქვს საქმე.

სრული უპრინციპობაა, რადგან მელია იძახდა, რომ არასდროს ოლიგარქთან და ქართული ჯარის ფულის მომპარავ კეზერაშვილის მიერ დაფინანსებულ ადამიანებთან ერთად არ დავჯდებიო. კეზერაშვილი თვითონ ამბობდა, რომ „გირჩსაც“ ვაფინანსებ და „დროასაცო“, აქედან გამომდინარე, ეს არის ძირგამომპალი „ნაციონალური მოძრაობის“ მცდელობა, რომ საკუთარი თავი გაყიდონ ისე თითქოს ახლები არიან“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.