Loading data...
ჯაფარიძე-ხოშტარიამ „ქრონიკის“ გადამღები ჯგუფი ბრიფინგზე არ დაუშვეს

მედიისთვის დაგეგმილი ბრიფინგი ჯაფარიძე - ხოშტარიამ „ქრონიკისთვის“ დახურეს. „იმედის“ გადამღები ჯგუფის გამოჩენამ მათი წარმომადგენლები გააღიზიანა და გადამღები ჯგუფი ბრიფინგზე არ დაუშვეს.

არის თუ არა მათი გადაწყვეტილება მედიის დისკრედიტაცია - ამ კითხვას ზურაბ ჯაფარიძემ აღიარებით უპასუხა.

„დისკრედიტაცია? იყოს დისკრედიტაცია. არის „იმედის“ დისკრედიტაცია. კონკრეტულად თქვენი დისკრედიტაციაა. დისკრედიტაცია, რასაც აკეთებთ ის არის. ამაზე მეტი დისკრედიტაცია, რასაც თქვენ აკეთებთ, არ არსებობს“, - განაცხადა მან.