1771254793
პოლიტიკა
იურაი ბლანარი: ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში“, - განაცხადა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იურაი ბლანარმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე.
მისი თქმით, საქართველოს შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში.
„ჩვენ გავხსენით საკითხი, რომ საქართველო იყოს თავმჯდომარე ქვეყანა ეუთოში. მას შეუძლია დიდი წვლილი შეიტანოს უსაფრთხოების საკითხში და ამიტომ, მივესალმებით საქართველოს კანდიდატურას. სიაში ასევე არის შეყვანილი კვიპროსის კანდიდატურაც. საქართველოს კანდიდატურა კომპრომისული ვარიანტია“, - აღნიშნა მან.