ირაკლი ზარქუა: თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო - სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2“-ს
პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ ისინი საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში არიან გასვრილი.
„ჩვენ ხომ ვამბობდით არა, რომ მაშინ, როდესაც „რუსთავი 2“ ამ აგენტურას ჰქონდა წართმეული და ბობოქრობდა იქ გვარამია, ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ამ კაცს სხვა ამოცანები აქვს? ჩვენ ხომ ვამბობდით, რომ ის არის მიტაცებული, რომ იქ ის ბრალი, რაც წაუყენეს, რომ თანხები ჰქონდა მიტაცებული, გაფლანგული და რასაც ედავებოდა „რუსთავი 2-ის“ კანონიერი პატრონი.
თურმე, სცოდნიათ მშვენივრად, რეალობა რა იყო, თურმე სცოდნიათ, რომ გვარამია ძარცვავდა „რუსთავი 2-ს“. თურმე სცოდნიათ, რომ იმ „მთავარზე“, როცა ოპერატორებს, რიგით ოპერატორებს ხელფასი არ ჰქონდათ,თურმე 80 ათას ლარს იღებდა თვეში გვარამია.
მშვენივრად სცოდნიათ, ხმას რატომ არ იღებდნენ მაშინ? მაშინ არ აწყობდათ, ახლა აწყობთ? და გვარამია ახლა რომ ჰყვება, თურმე სააკაშვილი რას წარმოადგენს და მასთან ერთად დამარცხების ფორმულა არისო, რომ იძახის მაშინ რა, არ იცოდა? ამას ხომ ვამბობდით ჩვენ, რომ ესენი არიან კოლექტიური ნაცმოძრაობა, ყველა გასვრილი ამ უბედურებაში, საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლაში“, - აცხადებს ირაკლი ზარქუა.