Loading data...
ირაკლი ზარქუა: წინასაარჩევნოდ „კარენოი ნაცებისგან“ არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს

„წინასაარჩევნოდ „კარენოი ნაცებისგან“ არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს“, - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ზარქუა „ნაცმოძრაობის“ ბრალდებებს, რომელმაც „ლელო“ გაჩუმების სანაცვლოდ ფულის შეთავაზებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, საეჭვოა ის, რომ წინასაარჩევნოდ, „ნაცმოძრაობას“ ამ ფაქტების შესახებ არ განუცხადებია.

„ჩვეულებრივი, შავი ფულის ტრიალი იყო წინასაარჩევნოდ და ახლა ერთმანეთს ამხელენ. კუპრაძეს მანქანა აჩუქეს - ეს არ არის საინტერესო საზოგადოებისთვის, რადგან ყველანაირი ღირებულებებისგან და ავტორიტეტებისგან დაცლილი პოლიტიკოსები ჰყავთ.

წინასაარჩევნოდ „კარენოი ნაცებისგან“ არ გაგვიგია არაფერი, ხმა არ ამოუღიათ, რომ მოქრთამვას აქვს ადგილი. ე.ი. ფული აიღეს. არც ხაზარაძის კრიტიკა მომისმენია „ნაცებისგან“.

აქამდე ფულს იღებდნენ მშვენივრად და ხმა არ ამოუღიათ - მაშინ გამოეცხადებიათ, თუ სამართლიანები და ობიექტურები არიან. ეთქვათ, რა ფულს გვთავაზობთ, ძმაო, გაჩუმებისთვის? ახლა რატომ აყაყანდნენ? იმიტომ რომ ჩარეცხეს“, - აღნიშნა ზარქუამ.