Loading data...
ირაკლი ზარქუა: დასავლეთისთვის საქართველო, უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ, ისინი გვიყურებდნენ როგორც სამსხვერპლოს, რაზედაც უარი ვთქვით და ამის გამო აქ რევოლუციას გვიწყობდნენ

„დასავლეთისთვის საქართველოც და უკრაინაც უნდა ყოფილიყო ის პოლიგონი, სადაც რუსეთი უნდა დაეღალათ. რუსეთს უნდა შევწირვოდით, რათა მაკრონებს, კალასებსა და კუბილიუსებს იქ მშვიდად განცხადებები ეკეთებინათ, აქ კი ჩვენ უნდა შევწირვოდით“, - განაცხადა დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ.

დეპუტატი გამოეხმაურა ფინეთის პრეზიდენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ უკრაინის არმია არის თანამედროვე სამხედრო ძალა, რომელიც დღეს ევროპაში რუსული აგრესიის პოტენციალის წინააღმდეგ ბუფერულ ზონასა და ბარიერს წარმოადგენს.

„ისინი გვიყურებდნენ როგორც სამსხვერპლოს, რაზედაც უარი ვთქვით და ამის გამო აქ რევოლუციას გვიწყობდნენ. ვთქვით, რომ საქართველოს თავისი ინტერესები აქვს და ეს ინტერესები მშვიდობის შენარჩუნებას გულისხმობს. კიდევ ერთხელ მადლობა ქართველ ხალხს ნდობისთვის. რომ არა მათი ნდობა, ალბათ აქ ტრაგედიები მოხდებოდა“, - აღნიშნა ზარქუამ.