Loading data...
ირაკლი ზარქუა: ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს

ახლა არ უნდათ სააკაშვილი? ალიანსი არის სააკაშვილის, ბოკერიასი და გვარამიასი, ვაშაძეები ჭანჭიკები არიან, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, ალიანსი არის თავიდან აღორძინებული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“.

„რატომ უკვირთ, თუ მათი ბელადი სააკაშვილი პრეტენზიებს გამოთქვამს? სწორადაც გამოთქვამს. „ნაცმოძრაობის“ გარეშე არაფერს წარმოადგენენ. რამდენჯერ შექმნეს ალიანსი? ხან „შვიდიანი“ დაირქვეს, ხან „რვიანი“, ხან „ცხრიანი“. მათი მცდელობა იყო, ქვეყანა ამოეტრიალებინათ.

არ გახსოვთ, გვარამია როგორ აგინებდა ხალხს? ამ ადამიანმა ვიმკურნალეო და ახლა ნამკურნალები გვარამია დაგვიბრუნდა? იგივე ხელწერა და მიდგომა აქვთ, რაც მანამდე ჰქონდათ „ნაცებს“. ეს გაერთიანება დაკვეთაა. მათ ქვეყნის გარედან პატრონებმა გაერთიანება დაუკვეთეს. ამ ლუზერების გაერთიანებით ქართველების წინააღმდეგ რაღაცას ცდილობენ. ამაში სააკაშვილ-ბოკერია-გვარამიას იყენებენ. ამ
ლუზერებისგან რა წინააღმდეგობა უნდა იყოს? ამიტომ ემიჯნებიან ერთმანეთს, ერთმანეთი ესირცხვილებათ.

სააკაშვილი ბელადობას არ თმობს, ამათ სააკაშვილი ესირცხვილებათ. ეს არის ლუზერების პლატფორმა. ბოკერიას „ჩერგო“ ამბიციურია, მას უნდა ლიდერობა და ამას სააკაშვილი არ დაუთმობს. გვარამიას რომ ჰკითხოთ, მმართველია და ჭიჭე ვაშაძე პრემიერობისთვის მზად არის. ამათ რომ ჰკითხოთ, გადამრჩენელი არიან და პირველობას არ დათმობენ. იძულებული არიან, ამ გაუგებარ პლატფორმაში ერთად იყვნენ, რადგან ასეთი დაკვეთა აქვთ“, - აღნიშნა ზარქუამ.