ირაკლი ქადაგიშვილი – ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი
„ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი, თუმცა, არც ერთთან ამ ხალხის შედარებითი კავშირიც კი არ შეიძლება“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიციის წევრების გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ამიტომ უწუნებენ ერთმანეთს ნგრევისა და დანგრევის მეთოდებს.
„ამ ხალხში და მათ პოლიტიკურ აზროვნებაში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს. რეალობა გახლავთ ის, რომ მათ რომ გონებაში ეს ანთებითი პროცესი არ ჰქონოდათ განვითარებული არაფერი დასანგრევი არ ექნებოდათ, პარლამენტი გადასაწველი არ ექნებოდათ, შემოვიდოდნენ პარლამენტში, 61 მანდატს გამოიყენებდნენ, რომ რაიმე სასიკეთო გაეკეთებინათ, მაგრამ მათ გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ამიტომაც არის ერთმანეთს ნგრევისა და დანგრევის მეთოდებს უწუნებენ. ეს ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთთან ამ ხალხის შედარებითი კავშირიც კი არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.