ირაკლი ქადაგიშვილი: გიორგი გახარიას არანაირი კონკრეტული არგუმენტი არ გააჩნია იმაზე, თუ რატომ უნდა გახსნილიყო ჩორჩანაში ბლოკპოსტი

„გიორგი გახარიას არანაირი კონკრეტული არგუმენტი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ უნდა გახსნილიყო ჩორჩანაში ბლოკპოსტი, არ გააჩნია“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტყეს ჩვეულებრივად იყენებდა.
მას უნდოდა რომ ზოგადი ფრაზით - „ეფექტური კონტროლი“, ერთგვარი ბურუსი დაეყენებინა ამ საკითხთან დაკავშირებით. ადგილობრივი მოსახლეობა ამ ტყეს ჩვეულებრივად იყენებდა და კიდევ უფრო მეტი, იქ მძიმე ტექნიკითაც შედიოდა იმიტომ, რომ იქ იყო ინერტული მასალის მოპოვების საშუალება, რასაც სოფელი იყენებდა თავისი საჭიროებისათვის.
აქედან გამომდინარე რაიმე შეფასებითი საფუძველი, რომ იქ შეიძლება მომხდარიყო ისეთი რამ, რაც შემდგომ მივიღეთ, ასეთი რამ არ არსებობდა და ეს ნათლად გამოჩნდა სწორედ ამ მეორე გამოკითხვის დროს“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.