Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს

ევროკავშირმა საქართველოს მიმართ დამოკიდებულება უნდა გადააფასოს. ოპოზიციის მხრიდან არჩევნების არალეგიტიმურობაზე ხმამაღალი განცხადებების გარდა, არაფერი მოგვისმენია მაშინ, როცა ეუთო/ოდირმა დაადასტურა, რომ არჩევნები კონკურენტუნარიან გარემოში ჩატარდა და შედგა, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ევროკავშირს თავიდანვე უარი უნდა ეთქვა ოპოზიციისა და გარკვეული გარე პოლიტიკური წრეების მავნე ნარატივზე, რაც ექვსი თვეა, გრძელდება.

„ამ მდგომარეობიდან რაც მალე გამოვლენ და რეალურ თანამშრომლობას დაიწყებენ საქართველოსთან, მით უფრო კარგი იქნება ევროკავშირისთვისაც და საქართველოსთვისაც“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.