1794483306
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში, ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის, ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც
„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში, გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ირლანდიაში განუცხადა, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-9 სამიტში მონაწილეობს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სამიტის ფარგლებში გაიმართება ორმხრივი შეხვედრები.
„ვმონაწილეობთ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის სამიტში. გვექნება გამოსვლა მრგვალი მაგიდის ფორმატში და ამ ფორმატს ვიყენებთ ხოლმე ასევე ორმხრივი შეხვედრებისთვის, ლიდერებთან გასაუბრებისთვის. ასეთ რეჟიმში წარიმართება ეს სამიტიც“, - აღნიშნა პრემიერმა.