Loading data...
ირაკლი კობახიძე: ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში, რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია

ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის, მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE-ში“ განაცხადა.

პრემიერის თქმით, ვერ ამბობენ, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ამის თქმის ეშინიათ.

„არის ორი საკვანძო საკითხი, რაზეც ვერ ხერხდება პოზიციების შეჯერება. ერთი უკავშირდება ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ კანონს. ჩვენ ვკითხულობთ, რა არ მოსწონთ ამ კანონში? ვერ შემოდიან საერთოდ დისკუსიაში. რომ შემოვიდნენ, ნახავენ, რომ საზოგადოების აგრესიას გამოიწვევს მათი პოზიცია. მარტივად წერია ასეთი რამ, რომ ერთნაირსქესიანმა წყვილმა არ უნდა აიყვანოს არასრულწლოვანი შვილად. ვერც ეუბნებიან საზოგადოებას, რომ გინდათ თუ არა, ეს უნდა დაუშვან, მაგრამ თან, არ უნდა მიიღო ეს კანონი. წერია ამ კანონში, რომ არ უნდა მიხვიდე სამოქალაქო რეესტრში და თუ ხარ კაცი, არ უნდა გქონდეს ქალად ჩაწერის უფლება. მარტივი რაღაცები წერია ამ კანონში. ვერ გვეუბნებიან, რატომ არის ეს კანონი ცუდი, იმიტომ, რომ ეშინიათ ამის თქმის. არ მოსწონთ, იმიტომ, რომ უნდა გავრცელდეს მახინჯი პროპაგანდა. ეშინიათ ამაზე საჯაროდ საუბრის და შესაბამისად, ვერ ამბობენ. მოვიდნენ, არგუმენტები დაგვიდონ და ვნახოთ, იქნებ რაღაცაზე შევჯერდეთ, მაგრამ ვერ გვეუბნებიან ვერც ერთ არგუმენტს, - განაცხადა პრემიერმა.