ირაკლი კობახიძე: თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ჯანმრთელობის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს მზადყოფნა პარტნიორობის შემდგომი გაღრმავებისთვის.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა თურქეთის ჯანმრთელობის დაცვის მინისტრ ქემალ მემიშოღლუსთან. ჯანმრთელობის დაცვის სფეროში თურქეთის მხრიდან საქართველოს უწყვეტი მხარდაჭერისთვის მას მადლობა გადავუხადე და კიდევ ერთხელ დავუდასტურე საქართველოს მზადყოფნა, კიდევ უფრო მეტად გავაღრმაოთ პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეების საკეთილდღეოდ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
Had a constructive meeting with H.E. Kemal Memişoğlu @drmemisoglu Minister of Health of 🇹🇷. I welcomed Türkiye’s continued support in the healthcare sector and reaffirmed Georgia’s commitment to deepening our partnership for the benefit of our citizens. pic.twitter.com/YRsrcjxxpD
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) October 21, 2025