Loading data...
ირაკლი კობახიძე: სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში

სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე X-ზე წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ყაზახეთში ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრით დაიწყო.

„ყაზახეთის რესპუბლიკაში ჩემი ოფიციალური ვიზიტი პრეზიდენტ კასიმ-ჟომარტ ტოკაევთან შეხვედრით დაიწყო. ჩვენ კიდევ ერთხელ დავადასტურეთ საქართველოსა და ყაზახეთს შორის ძლიერი პარტნიორობა სტრატეგიული პარტნიორობის დეკლარაციის ხელმოწერით, რაც ახალ თავს დაწერს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში“, - აღნიშნავს პრემიერი.