Loading data...
ირაკლი კობახიძე - საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გეკა გელაძის კანდიდატურას წარვუდგენთ

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი გეკა გელაძის კანდიდატურას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა გეკა გელაძის მინისტრობის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროში განხორციელებულ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს გაუსვა ხაზი და მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა.

„გვინდა, ვთხოვოთ საქართველოს პარლამენტს, მომავალ სასესიო კვირაში აირჩიოს ბატონი გეკა გელაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე. მინდა, ხაზი გავუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ მიღწევებს ამ თვეების განმავლობაში. განსაკუთრებით ეს შეეხება ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ნარკოტიკული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლას, ბევრ სხვა მიმართულებას და აქაც ხაზი მინდა გავუსვა იმ სისტემურ რეფორმებსა და ცვლილებებს, რომელიც განხორციელდა შსს-ში. ამისთვის მინდა, გეკა გელაძეს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო წარმატებები ახალ პოზიციაზე,“- აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.