Loading data...
ირაკლი კობახიძე: რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა, როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი

რადიკალიზმს ხელოვნურად ქმნიან რადიკალური პარტიები, უცხოური აგენტურა ხელოვნურად ქმნის ჩვენს ქვეყანაში რადიკალიზმს, აღვივებს სიძულვილს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE-ში განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, რადიკალიზმი აბსოლუტურად ხელოვნურად არის შექმნილი კონკრეტული პოლიტიკური ძალების მიერ.

„როდესაც ეს პოლიტიკური ძალები ჩამოშორდებიან დემოკრატიულ სისტემას, მაშინვე შემცირდება პოლარიზაციის ხარისხი, ნაკლები სიძულვილი გვექნება საზოგადოებაში, ნაკლებად შეფერხდება ქვეყნის განვითარება. ეს პოლიტიკური პარტიები არიან ინსტრუმენტები სიძულვილისთვის, ინსტრუმენტები დემოკრატიული სისტემის წინააღმდეგ დაპირისპირებისთვის, რადიკალიზმის გაღვივებისთვის და ეს ინსტრუმენტები უნდა ჩამოშორდეს დემოკრატიულ სისტემას. ამ შემთხვევაში, დარწმუნებული ვართ, პირიქით შემცირდება რადიკალიზმის ხარისხი პოლიტიკაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.