Loading data...
ირაკლი კობახიძე: „ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი, ასეთ ფონზე პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია

„„ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი, ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ლელომ“ საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს.

„„ლელოში“ არის შიდა პრობლემები, ცოტა ხნის წინ ლიდერებმაც კი დატოვეს „ლელო“. ასეთ ფონზე, ვიღაცაზე ამის გადაბრალება არის სისუსტის მორიგი გამოხატულება. საკუთარ შიდა პრობლემებს უნდა მიხედოს ამ პოლიტიკურმა პარტიამ. აქამდე თავად მიიყვანეს საკუთარი თავი, ეს ძალიან კარგად მოეხსენება ყველას. ჯერ საბოტაჟით, ბოიკოტით და ა.შ. მათ გაანაწყენეს საკუთარი არა თუ მხარდამჭერები, ლიდერებიც კი. ასეთ ფონზე მათ პარტიის რღვევა არ უნდა უკვირდეთ და შესაბამისად, სხვისკენ თითის გაშვერა არის ცარიელი სპეკულაცია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.