Loading data...
ირაკლი კობახიძე: კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ პრინციპებს, ამას ეფუძნებოდა კანონი, რომელიც მივიღეთ

„ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას, აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც მივიღეთ“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღია ეთერში“ განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის რისკის შემცველია.

„რაც შეეხება უცხოურ დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეზღუდვებს, კანონის მიღებას აქვს თავისი საფუძველი და ბოლოდროინდელი მოვლენებიც, ვფიქრობ, ამას ადასტურებს. რეალურად ხდებოდა რა - რა თქმა უნდა, იყო და არის ორგანიზაციები, რომლებიც პოლიტიკური მოტივით არ ხარჯავენ ფულს ჩვენს ქვეყანაში და დღესაც შემოდის არაერთი გრანტი. თქვენ იცით, რომ ახალი კანონია მიღებული, "გრანტების შესახებ" კანონში შევიდა ცვლილებები. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემოდის საგრანტო განაცხადები, ჩვენ ვიძლევით თანხმობას გრანტის გაცემაზე უცხოური ორგანიზაციის მხრიდან და სადაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური საფუძველი ან მიზანი არ აქვს რომელიმე გრანტს, ამ შემთხვევაში მთავრობის ადმინისტრაცია გასცემს თანხმობას. თვითონაც ფილტრავენ, ბუნებრივია, შესაბამის განაცხადებს, როგორც ჩანს, შესაბამისი ორგანიზაციები.

მთლიანობაში, დაახლოებით 95%-ია ჩვენი მხრიდან დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ადასტურებს კიდევ ერთხელ იმას, რომ შეიძლება უცხოური დაფინანსება იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი, შეიძლება არ იყოს პოლიტიკური მოტივით ნაკარნახევი. თუმცა ზოგადად, რისკები რჩება რისკებად. ზოგადად უცხოური დაფინანსების დაკავშირება პოლიტიკასთან არის პრობლემა. ეს ჩვენი კონსტიტუციითაც არის მოწესრიგებული და ყველა დემოკრატიული ქვეყნის კონსტიტუციით არის მოწესრიგებული. ასევე, რაც შეეხება დროის ინტერვალს, რომელიც არის დადგენილი - ესეც ზოგადად სხვა მიმართულებებით თუ შეხედავთ, არის მიღებული პრაქტიკა. არსებობს, მაგალითად, თუნდაც ბინადრობის ცენზი - ადამიანს მოეთხოვება გარკვეული ბინადრობის ცენზი იმისათვის, რომ ისარგებლოს, მაგალითად პასიური საარჩევნო უფლებით.

აქაც ამ დროის ინტერვალის დადგენა ეფუძნება კონკრეტულ ლოგიკურ არგუმენტებს. საბოლოო ჯამში, უცხოური დაფინანსება და მისი პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირება პოლიტიკასთან ყოველთვის არის რისკის შემცველი. უფრო მეტიც, ვხედავთ, რომ კონკრეტული პოლიტიკური პარტიები იქმნება იმ ადამიანების მხრიდან, რომლებიც წლების მანძილზე იღებდნენ უცხოურ დაფინანსებას. აქ პირდაპირ ჩანს, რომ იქმნებოდა პოლიტიკური რესურსი უცხოური დაფინანსებით და საბოლოო ჯამში ეს პოლიტიკური რესურსი, გამზადებული პოლიტიკური რესურსი უკვე შემოჰყავთ ქართულ პოლიტიკაში, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება, ბუნებრივია, კონსტიტუციურ პრინციპებს. და ამას ეფუძნებოდა ის კანონი, რომელიც ჩვენ მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერმა.