Loading data...
ირაკლი კობახიძე: კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა და ე.წ. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება

კონკრეტული დანაშაულის ჩადენისას ვიღაცებისთვის პოლიტიკა არის ხოლმე და .. მედიაც არის ხოლმე თავშესაფარი, რაც ფაქტია ელისო კილაძის შემთხვევაშიც, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.

თქვენ გახსოვთ მისი უამრავი განცხადება პოლიტიკურ თემებზე, აქ უფრო ღრმად არ მინდა, რომ შევიდე. როცა დანაშაული არის ჩადენილი, ამ დანაშაულს სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

პრემიერს კითხვა დაუსვეს ელისო კილაძის განცხადებაზე, რომლის თანახმად, იგი დაკავებას მამუკა მდინარაძის ბიტკოინებზე გაკეთებულ განცხადებებს უკავშირებს. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს განცხადება აბსურდულია.

მან უკვე მეორედ გააკეთა ეს განცხადება. პირველად გააკეთა დაახლოებით 1 წლის წინ. რამე რომ ჰქონოდა, გამოაქვეყნებდა. ბიტკოინების შესახებ ინფორმაცია არის კონფიდენციალური, ანუ პრაქტიკული კუთხითაც აბსურდული იყო მისი ეს განცხადება. სერიოზულ კომენტარს მისი ასეთი განცხადებები არ იმსახურებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.