1792237427
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა, ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, პარტიის პოლიტსაბჭოს ორი ახალი წევრი დაემატა.
როგორც მთავრობის მეთაურმა ბრიფინგზე განაცხადა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობას დაემატებიან ირაკლი კირცხალია და ზურაბ პატარაძე.
„პარტიის პოლიტსაბჭოს წესდებით, ჩვენ გვაქვს პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოების საშუალება და მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ბატონი ირაკლი კირცხალიას და ზურაბ პატარაძის შემადგენლობაში შეყვანის თაობაზე“, - განაცხადა კობახიძემ.