Loading data...
ირაკლი კობახიძე: იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს

„იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„მინდა შეგახსენოთ რა მოხდა 2022 წელს. მათ ევროკავშირიდან ბიუროკრატებმა შესთავაზეს უკრაინას კანდიდატობაზე განაცხადის შეტანა, რასაც ლოგიკურად მიჰყვა მოლდოვის და საქართველოს განაცხადი, თუმცა მაშინ აზრადაც არავის გაუვლია ამ სამი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება. ყველაფერი იყო მოაზრებული ერთი მარტივი რამისთვის - საქართველოსთვის ხელოვნურად უნდა შეექმნათ ზეწოლის მექანიზმი. აზრადაც არავის გაუვლია მაშინ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში. მაინც იმედიანად ვართ განწყობილი და ვფიქრობთ, რომ 2030 წლისთვის საქართველო განსხვავებით სხვა კანდიდატი ქვეყნებისგან, ევროკავშირში გაწევრიანებას შეძლებს თუ მანამდე ევროკავშირში ისე წარიმართება პროცესები, როგორც უნდა წარიმართოს და არა ისე, როგორც დღეს წარიმართება. ჯერჯერობით ინარჩუნებს ევროკავშირი კეთილდღეობის მაღალ დონეს ინერციით, მაგრამ როდესაც ჩამოდიხარ 30%-დან 17 პროცენტამდე, ეს ძალიან მძიმე ეკონომიკურ ტენდენციას აჩვენებს“, - აღნიშნა კობახიძემ.