Loading data...
ირაკლი კობახიძე: გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას, რაც სამარცხვინოა

გიორგი ბარამიძის განცხადება იყო აბსოლუტურად ამაზრზენი, თავისი სამარცხვინო, ცრუ განცხადებებით ის შეეხო ყველაფერ ქართულს, ქართულ კულტურას, ქართულ ადამიანობას, ჩვენს ცივილიზებულობას შეეხო, რაც სამარცხვინოა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მსგავს ტყუილს ახსნა ვერ ექნება და ეს აჩვენებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სახეს.

„იყო რაღაც უარყოფითი კომენტარები კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ბარამიძესთან დაკავშირებით, მაგრამ გადახედეთ მთლიანობაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ საერთო დამოკიდებულებას ბარამიძის განცხადების მიმართ და ასევე, გადახედეთ მათ პარტიული ტელევიზიების მიერ ამ საკითხის გაშუქებას - სრული იგნორი. ბარამიძემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა და ვერცერთი პარტიული ტელევიზია ვერ ბედავს ამაზე ღირსეული კომენტარის გაკეთებას. რატომ? იმიტომ, რომ ეს ტელევიზიებიც არის ჩვეულებრივი პარტიული აგენტურა, ესენიც მიჰყვებიან გარე დაკვეთებს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.