Loading data...
ირაკლი კობახიძე: გერმანიის ელჩისთვის გაწვევა დიდი პატივი იქნებოდა, საქართველოში გერმანიას ელჩი არ ჰყავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის განცხადებებს გამოეხმაურა.

„მგონია, გერმანიის ელჩისთვის გაწვევა იქნებოდა ძალიან დიდი პატივი. აქედან გამომდინარე, არ მგონია ასეთი გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. რეალურად, საქართველოში გერმანიას დღეს ელჩი არ ჰყავს. ეს არის ყველაზე სწორი სტატუსი, რაც ე.წ ელჩს შეეფერება დღეს საქართველოში“, - აცხადებს კობახიძე. 

ცნობისთვის, გერმანიის ელჩმა განაცხადა, „საქართველოში ამბობენ: ჩვენ გვაქვს ასეთი მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები, უფრო მაღალი, ვიდრე საძაგელ ევროპელებს“ - ეს არის მოულოდნელი მოგება უკრაინაზე რუსეთის თავდასხმიდან“.