Loading data...
ირაკლი კობახიძე: ევრობიუროკრატებმა დაიწყეს საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა“

ევროპული ბიუროკრატია ავლენს ორმაგ სტანდარტებს, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, დაიწყეს ღიად საუბარი რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აუცილებლობაზე, მაშინ, როდესაც დღემდე საქართველოსთან არ აქვთ აღდგენილი პირდაპირი დიალოგი იმ საბაბით, რომ „საქართველო არის პრორუსული თუ რუსული ხელისუფლების მქონე ქვეყანა“.

„ხედავთ, სადამდე არის დაცემული ეს სტანდარტები ევროპულ ბიუროკრატიაში. ვნახოთ, იმედი გვაქვს, რომ რუსეთთან პირდაპირი დიალოგის აღდგენის შემდეგ, საქართველოსთანაც მოახერხებენ პირდაპირი დიალოგის აღდგენას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.