1792161838
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან შეხვედრაზე განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან იგნასიო კასისთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები.
„კონსტრუქციული შეხვედრა მქონდა შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტთან, ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, იგნასიო კასისთან.
ნიუ-იორკში გამართული ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, დღეს განვიხილეთ საქართველოსა და ეუთოს შორის თანამშრომლობის საკითხები, განსაკუთრებული ყურადღება გავამახვილეთ დიალოგის გაღრმავებასა და რეგიონული სტაბილურობის ხელშეწყობაზე“, - განაცხადა პრემიერმა.