Loading data...
ირაკლი კობახიძე: ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, იმედი გვაქვს, მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას რუსეთის მიერ ემბარგოს დაწესების საკითხზე.

კობახიძის თქმით, მას იმედი აქვს, რომ საკითხის გადაწყვეტა მოხერხდება.

„ემბარგოს საკითხზე გრძელდება მუშაობა, ვერკვევით საკითხში და იმედი გვაქვს, რომ მალე მოხერხდება ამ გადაწყვეტილების შემოტრიალება“, - განაცხადა კობახიძემ.