Loading data...
ირაკლი კობახიძე: ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობით კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში

ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მუშაობა იქნება ბევრად უფრო კომპლექსური, გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ეკონომიკის განვითარების კორპორაციისთვის ფინანსური რესურსები სხვადასხვა წყაროდან იქნება მოძიებული.

„გარკვეული ნაწილი იქნება საბიუჯეტო რესურსების, თუმცა ეს იქნება სხვა წყაროებიც, საინვესტიციო წყაროებიც. მთლიანობაში ბევრად უფრო კომპლექსური იქნება იმ კორპორაციის მუშაობა, რომელიც ახლა შეიქმნა. გაერთიანდა რამდენიმე სტრუქტურა, მათ შორის „აწარმოე საქართველოში“, მათ შორის ყოფილი ფონდი. დაემატება ახალი მომსახურებები, ახალი მიმართულებები, შესაბამისად, კომპლექსურად იქნება ხელშეწყობილი ამ კორპორაციის მუშაობით საინვესტიციო პოლიტიკის წარმატებით წარმოება ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.