ირაკლი კობახიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული, მშვიდობას მოაქვს განვითარება, მეტი კეთილდღეობა ჩვენი თანამოქალაქეებისთვის და მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას
მშვიდობის შენარჩუნება არის, რა თქმა უნდა, ჩვენი საკვანძო ამოცანა და ისეთი პროცესები გამოვიარეთ, რომ ვფიქრობთ, 2026 წელს ვერავინ დაგვირღვევს მშვიდობას, ჩვენ მაქსიმალურად დავდგებით ამ ინტერესის სადარაჯოზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მშვიდობას მოაქვს განვითარება და კეთილდღეობა და ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა.
„სადაც ეკონომიკა არის ძლიერი, ქვეყანა არის ყველაფერში ძლიერი, მათ შორის საგარეო ასპარეზზეც. შესაბამისად, მეტი კეთილდღეობა არის ის, რაც შეიძლება ვუსურვოთ ჩვენს ქვეყანასა და მოსახლეობას. მშვიდობა, კეთილდღეობა - ეს არის მთავარი. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხისთვის მომავალი წელი იქნება ძალიან წარმატებული“, - აღნიშნა პრემიერმა.