ირაკლი კობახიძე: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან ნაყოფიერი დისკუსია მქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ
ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერთან, ლი ციანთან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრაზე განხილული იყო ორმხრივ ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესი.
„ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე ვიზიტის ფარგლებში მქონდა პატივი, შევხვედროდი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრემიერს, ლი ციანს. ნაყოფიერი დისკუსია გვქონდა ჩვენს ურთიერთობებში არსებული მნიშვნელოვანი პროგრესისა და სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.
In the framework of my official visit to attend the 8th China International Import Expo #CIIE, I had the honor to meet with H.E. Li Qiang, Premier of 🇨🇳. We had productive discussions on the solid progress of 🇬🇪🇨🇳 relations and the deepening of our strategic partnership. pic.twitter.com/IoBctfIJjG
— Irakli Kobakhidze (@PM_Kobakhidze) November 4, 2025