ირაკლი კობახიძე: ბეწვის ხიდზე გავლა მოგვიწია, საბოლოო ჯამში, გამოწვევები გადავლახეთ და მშვიდობა შევინარჩუნეთ

„გამოწვევები გადავლახეთ, მშვიდობა შეინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, მმართველმა გუნდა მოახერხა შანტაჟის დაძლევა.
„ჩვენ მოგვიწია ბეწვის ხიდზე გავლა, მაგრამ ეს წარმატებით მოვახერხეთ. საბოლოო ჯამში, მოვახერხეთ, როგორც მშვიდობის შენარჩუნება, ასევე, შანტაჟის დაძლევა. ეს შანტაჟი დღესაც გრძელდება, მაგრამ ბევრად უფრო მძიმე იყო ვითარება, განსაკუთრებით 2022 წელს, მათ შორის შანტაჟის კუთხით. საბოლოო ჯამში, ამას გავუძელით, გამოწვევები გადავლახეთ, მშვიდობა შევინარჩუნეთ. რა თქმა უნდა, მომავალში ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მაქსიმალური სტაბილურობა და მშვიდობა უზრუნველვყოთ ჩვენი ქვეყნისთვის“, - აცხადებს საქართველოს პრემიერი.