Loading data...
ირაკლი კობახიძე: 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე

26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული, მათ იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე.

„26 მაისს რაც შეეხება და ოპოზიციის ინიციატივებს, იმის რესურსიც კი არ აქვთ, რაც 4 ოქტომბერს ჰქონდათ, შესაბამისად, მათი ნებისმიერი მცდელობა სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული და ამას დაინახავს საზოგადოება. 26 მაისი უნდა იყოს ეროვნული კონსოლიდაციის დღე“, - განაცხადა პრემიერმა.