1786442446
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა
„იცით, რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდა სასამართლო სისტემაში 2012 წლის შემდეგ, რასაც მოჰყვა კონკრეტული ცვლილებები, მათ შორის სტატისტიკაში, სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვიანობის კუთხით და ასე შემდეგ, ფუნდამენტური ცვლილებები გვაქვს სასამართლო სისტემაში“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი.
„გასაკვირი არ არის, რომ ეს ყველაფერი აისახება საერთაშორისო რეიტინგებში და საერთაშორისო შეფასებებში. ეს არის ობიექტური მოცემულობა და ჩვენ ყოველთვის გვიხარია ხოლმე, როდესაც ამ ყველაფერს ობიექტურად აფასებენ საერთაშორისო ინსტიტუტები“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ