Loading data...
ირაკლი კობახიძე: 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? - სამარცხვინოა, მათი მიზანია საზოგადოების გახლეჩვა ყველაფერში

2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომელიც აგვისტოს ომის დაწყების თარიღს შეეხებოდა.

მთავრობის მეთაურის თქმით, წლების განმავლობაში ომის დაწყების თარიღად სააკაშვილის პარტია 8 აგვისტოს აღნიშნავდა და ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს.

„ამოიღეთ კადრები 2009-2013 წლების, როდის აღნიშნავდა ომის დაწყების თარიღს სააკაშვილის პარტია - ეს იყო 8 აგვისტოს და მერე გაიგეს, 5-6 წლის მერე, რომ 8 აგვისტოს არა, 7 აგვისტოს დაწყებულა ომი? - სამარცხვინოა. ეს ყველაფერი აჩვენებს მათ სამარცხვინო სახეს, რა უნდა ვთქვა მეტი ამაზე. 2009 წელს ეგონათ, რომ 8 აგვისტოს დაიწყო ომი და 10 წლის მერე გაიგეს, რომ 7 აგვისტოს დაწყებულა? მათი მიზანი არის ყველაფერში საზოგადოების გახლეჩვა“, - განაცხადა პრემიერმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც საქართველოში რუსეთის ინტერესების გატარებას შეეხებოდა, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ სწორედ სააკაშვილი იყო საქართველოში რუსეთის ინტერესების გამტარებელი.

„ვინც გაატარა რუსეთის ინტერესები საქართველოში 2008 წელს - ეს იყო სააკაშვილის პარტია და მიხეილ სააკაშვილი. დაკვეთა მიიღეს „დიფ სთეითისგან“, მაგრამ ეს ომი დასრულდა იმით, რომ რუსეთის ფედერაციამ მოახდინა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, ამის შემდეგ მოხდა ე.წ. აღიარება და ა.შ. სააკაშვილის რეჟიმმა ხელი მოაწერა ევროსაბჭოს რეზოლუციას, სადაც თვითონვე აღიარა, რომ თავად დაიწყეს ომი“, - განაცხადა მთავრობის მეთაურმა.