Loading data...
ირაკლი კირცხალია: თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი

თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიუსელი თბილისს სთავაზობს დემოკრატიის ისეთ პრინციპს, სადაც უმცირესობამ უნდა იბატონოს უმრავლესობაზე.

„თუ ვინმეს დემოკრატიული პრინციპის დასამარების მცდელობა ჰქონდა, ეს არის დღევანდელი ბრიუსელი, იმიტომ, რომ ისინი გვთავაზობენ დემოკრატიის ამ პრინციპს: თურმე უმცირესობამ უნდა იბატონოს უმრავლესობაზე. ჩვენ გვთავაზობენ, რომ თურმე გამჭვირვალობის კანონი მათ ქვეყნებში შეიძლება და მათი ქვეყნების უსაფრთხოებას ემსახურება, ჩვენთვის არ შეიძლება“, - განაცხადა კირცხალიამ.