ირაკლი კირცხალია: რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს
რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ BBC-ს სტატიასთან დაკავშირებით.
კირცხალიას თქმით, ძალიან ღრმა მარაზმში არიან გადასულები.
„რაც შეეხება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, ეს არის სრულიად ლოგიკური იმიტომ, რომ რაც ვნახეთ და რაც მოვისმინეთ BBC-ის მხრიდან, ეს უკვე გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ. უბრალოდ, ძალიან ღრმა მარაზმში არიან უკვე გადასულები. გასაკვირი არ არის, როდესაც ჩვენ იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორის არის BBC-ი. მათი სახე განსაკუთრებით კარგად გამოჩნდა 2022 წლის შემდეგ მსოფლიო მასშტაბით. ასევე ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ არის BBC-იც მოხსენიებული.
გავიხსენოთ სულ რაღაც რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რასაც შეეწირა რედაქტორი, თუ არ ვცდები ახალი ამბების აღმასრულებელი დირექტორი და ვხედავთ ამ ყველაფრის შემდეგ რას. ვხედავთ სრულ მარაზმს, აბსურდს, დაყრდნობით ვისზე, ჩახუნაშვილი და ა.შ. აქ რიგითი აგენტურის წარმომადგენელი, პატარა აგენტუკები, ასე ვიტყვი, რომლებიც ჩადიოდნენ და ცრუ დასმენას ახდენდნენ ჩვენი ქვეყნის საწინააღმდეგოდ. ასევე, შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული ქსელის წარმომადგენლებიც ვნახეთ, ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა და ამაზე დაყრდნობით BBC-ი, ყოფილი, ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიასაშუალებისგან ვისმენთ ჩვენ ასეთ დეზინფორმაცია“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.