ირაკლი კირცხალია: რამ გამოიწვია ორნიშნა ეკონომიკური ზრდა? სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა

ყველა საერთაშორისო შემფასებლის დასკვნით და პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა ჯანსაღია და ზრდის ტენდენციას ინარჩუნებს.
საქართველო ავანგარდშია ისეთ საერთაშორისო ავტორიტეტული ფინანსური ორგანიზაციის ანგარიშებშიც, როგორიცაა მსოფლიო ბანკი.
გარდა ეკონომიკისა, საქართველოს პროგრესი ყველა მიმართულებით აქვს.
The Economist კი წერს, რომ საქართველოში ადამიანის განვითარების ინდექსის მიხედვით ცხოვრების სტანდარტი უკეთესია, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, ბალტიისპირეთის გამოკლებით.
„ატლანტიკური საბჭოს“ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექში საქართველო ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორისაა. კეთილდღეობის ინდექსში ქვეყანამ საკუთარი ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირა და 12 წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) მსოფლიოში პირველ ადგილზეა.
მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ინდექსით, საქართველო მსოფლიოს 50 საუკეთესო ქვეყანას შორის დასახელდა, ხოლო 11-წლიანი პროგრესით მსოფლიოს საუკეთესო ათეულში და ევროპაში პირველია.
სასამართლოს დამოუკიდებლობით საქართველო რეგიონში ლიდერია, უსწრებს ყველა მეზობელ სახელმწიფოს, ასევე, ევროკავშირისა და ნატოს წევრ რამდენიმე ქვეყანას.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ იმის შესახებ ისაუბრა, თუ რამ გამოიწვია საქართველოში ორნიშნა ეკონომიკური ზრდა.
„როდესაც არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში, არამედ ევროპის წამყვან ქვეყნებში, წლიდან წლამდე სტაგნაცია იყო ეკონომიკური კუთხით, ჩვენთან იყო საშუალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? გამოიწვია ყველაზე მთავარმა - სწორმა, პრაგმატულმა, გააზრებულმა, ცივი გონებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ, რასაც ერქვა - სამშვიდობო პოლიტიკა“, - აღნიშნავს კირცხალია.