ირაკლი კირცხალია: მშვიდობის, ღირსების გარეშე ქართველს არ უვლია და არ ივლის

„26-ში ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ ღირსეული პასუხი“, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისი თქმით, 26 ოქტომბერსაც იქნება საზოგადოების უდიდესი ნაწილის ზეიმი, რომელიც ეროვნულად ფიქრობს.
„მშვიდობის, ღირსების გარეშე ქართველს არ უვლია და არ ივლის. ასე რომ, დღესაც და 26 ოქტომბერსაც იქნება საზოგადოების უმნიშვნელოვანესი და უდიდესი ნაწილის ზეიმი, რომელიც პრაგმატულად, ეროვნულად ფიქრობს. 26-ში ქუდზე კაცი გამოვცხადდეთ, რომ ამ უსამშობლოებს ერთხელ და სამუდამოდ გავცეთ ღირსეული პასუხი“, - აღნიშნა კირცხალიამ.