Loading data...
ირაკლი კირცხალია: მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ

„მიჩნდება განცდა, რომ თვითონ ევროკავშირში სერიოზული დაბნეულობაა და ამის ძალიან ბევრი მიზეზი აქვთ, თუნდაც ეკონომიკა, ენერგეტიკული მატარებლები, უსაფრთხოების საკითხები და ა.შ.“ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ირაკლი კირცხალიამ განაცხადა. 

„ყველა კარგად ხედავს აშშ-ის დამოკიდებულებას ევროპისადმი და იმ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებისადმი, რომელიც ამერიკასა და ევროპას შორის ათეულობით წელია გაფორმებული იყო. მთლიანი არქიტექტურის ცვლილებას ვხედავთ არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოში.

ევროკავშირი არა მარტო საქართველოს მიმართ, არამედ ზოგადად, ჩამოუყალიბებელია თავისი საგარეო პოლიტიკის მიმართ. ისინი ყველანაირ ბერკეტს საკანონმდებლო დონეზე ამზადებენ, რომ ყველანაირი ბერკეტი გამოიყენონ მათთვის პროქსად სასურველი ქვეყნებისადმი, სადაც ვერ მიაღწიეს იმ მიზნებს, რომელი მიზნებიც გაცხადებული იყო.

რომელ არასამთავრობო ორგანიზაციებს გულისხმობენ?! ჩვენთან ხომ ყველამ ნათლად ნახა რეალურად რას წარმოადგენს არასამთავრობო ორგანიზაციები“, - აღნიშნა კირცხალიამ.