1756925111
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: მამუკა მდინარაძეს მინდა ვუსურვო წარმატებები, მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ქვეყანაში

საპარლამენტო უმრავლესობის ახალმა ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძეს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან აღნიშნულ უწყებას მაქსიმალური მხარდაჭერა ექნება
„მამუკა მდინარაძეს მინდა ვუსურვო წარმატებები ამ ახალ უმნიშვნელოვანეს პოზიციაზე. დარწმუნებული ვარ, მისი ენერგია, მისი ცხოვრებისეული გამოცდილება, მისი პროფესიული და პოლიტიკური გამოცდილება, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადაიყვანს უმნიშვნელოვანეს ინსტიტუციას ქვეყანაში. ამ გამოწვევებში მაქსიმალური მხარდაჭერა იქნება საპარლამენტო გუნდიდან“, - აღნიშნავს კირცხალია.