Loading data...
ირაკლი კირცხალია მაია სანდუზე: თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და ეს უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ მოლდოვის პრეზიდენტის მაია სანდუს მიერ ბოლო დროს გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომ „რუსეთმა საქართველო საკუთარ ორბიტაზე დააბრუნა“.

კირცხალიამ ასევე გაიხსენა სანდუს ნათქვამი მოლდოვის რუმინეთთან გაერთიანების შესახებ და აღნიშნა, რომ თითოეული მისი მოქალაქის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც სანდუმ გააკეთა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა მის მოქალაქეებს.

„მისი ეს განცხადება ქვეყნის პირველი პირისგან, თავი დავანებოთ როგორ არის არჩეული, რა ვითარებაშია დღეს ეს ქვეყანა, ყველა დემოკრატიული პრინციპის კუთხით, სასამართლოს კუთხით, კორუფციის, ეკონომიკური ზრდის კუთხით- ყველაფერს რომ თავი დავანებოთ თითოეული მისი მოქალაქის, პატრიოტი ადამიანის პირადი ტრაგედიაა ის განცხადება, რაც გააკეთა ამ ქალბატონმა თავის ქვეყნის მიმართ და როგორი შეურაცხყოფაც მიაყენა თითოეულ მის მოქალაქეს თავის ქვეყანაში და ეს ადამიანი, პირდაპირ ვიტყვი - უტიფარი მარიონეტი ბედავს და ჩემი ქვეყნისკენ იშვერს ხელს. ადამიანი, რომელიც თავის ქვეყანას, თავის ქვეყნის ისტორიას აყენებს ასეთ შეურაცხყოფას, ის რომ შენს და სხვა ქვეყანას მიაყენებს შეურაცხყოფას თან დავალებით, ამას არანაირი პოლიტიკური განმარტება არ სჭირდება“, - განაცხადა კირცხალიამ გადაცემაში “იმედი LIVE”.