1759687576
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ქართველებმა მეათედ და საიუბილეოდ მიიღეს ღირსეული, გააზრებული გადაწყვეტილება

„ქართველებმა მეათედ და საიუბილეოდ მიიღეს ღირსეული, გააზრებული გადაწყვეტილება და გასცეს ძალიან მტკიცე პასუხი ქვეყნის შიგნით უსამშობლოთა გაერთიანებას“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ, 4 ოქტომბერს ჩატარებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით განაცხადა.
„ჩვენი საზოგადოება სწორად ხედავს და სწორად აფასებს, თუ რეალურად ვისთან გვაქვს საქმე, როგორ აგენტურულ ქსელთან გვაქვს საქმე, რა ძალებთან გვაქვს საქმე - ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. ასე რომ, ქართველებმა მეათედ და საიუბილეოდ მიიღეს ღირსეული, გააზრებული გადაწყვეტილება და გასცეს ძალიან მტკიცე პასუხი ქვეყნის შიგნით - უსამშობლოთა გაერთიანებას“, - აღნიშნავს კირცხალია.