ირაკლი კირცხალია: კარგად ჩანს ის ვიწრო, ანგაჟირებული, ჯგუფი ე.წ. ბაბლი, რომელსაც თავისი თავი ჩვენი ქვეყანა ჰგონია, მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, იმიტომ, რომ მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და სამართლიანად ჰქვიათ უსამშობლოები
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ, გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა, ოპოზიციის, სხვადასხვა ქვეყნის ლიდერის და „ჰელსინკის კომისიის“ მიერ საქართველოს წინააღმდეგ რკალის შეკვრასა და ერთიან „მესიჯბოქსებზე“ საქართველოს მიერ ორბიტიდან გადახვევასთან დაკავშირებით.
კირცხალიას განცხადებით, კარგად ჩანს ვიწრო, ანგაჟირებული ჯგუფი ადამიანებისა, რომლებიც ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით მოქმედებენ და მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს.
„ძალიან კარგად ჩანს, ის ვიწრო, ანგაჟირებული, ჯგუფი ე.წ. ბაბლი, რომელსაც თავისი თავი ჩვენი ქვეყანა ჰგონია, მათთვის არაფრის მტკიცებას აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ისინი მოქმედებენ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და მათ არ იციან ცნება სამშობლო რას ნიშნავს, ამიტომ ჰქვიათ მათ ყოვლად სამართლიანად უსამშობლოები. როდესაც ადამიანებზე ვსაუბრობთ, თუ რა აღქმა უნდა დარჩეთ და რას ვეუბნებით, ამათ არაფერს არ ვეუბნებით, იმიტომ რომ ის ადამიანების ჯგუფი არის ის დაჯგუფება, რომელიც ამ ყველაფერს გულშემატკივრობს,“ - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.
კირცხალიას განცხადებით, ის ქვეყნები, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ ორკესტრირებულად მუშაობენ, ცდილობენ, დაარტყან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.
მისივე თქმით, ისინი კონკრეტული გაწერილი გეგმით მოქმედებდნენ და მოქმედებენ.
„გადავხედოთ „ჰელსინკის კომისიის“ მონაწილეებს, პირველად ვინც ჩავიდა, მოწმეებად ვისაც იბარებენ. ხომ გახსოვთ ის მოწოდება, რომელიც გახმოვანებული, ღიად გამოვიდა ის ინსტრუქცია, რომელიც პირდაპირ გაწერილი იყო, თუ როგორ დავარტყათ ქვეყნის ეკონომიკას, ყველაზე ფარულ მათ მიზანს, ანუ ყველაზე ფარული მათი მიზანი ჩვენი ეკონომიკის წინააღმდეგ წვეთ-წვეთად - შავ ხვრელად მოხსენიება, ორკესტრირებულად, შეკრული მესიჯ ბოქსით ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე, თურმე რომ ჩვენ გამტარი ვართ, სანქციებს თავს ვარიდებთ, ვერცერთი ფაქტი ვერ დადეს კარგად გვახსოვს. ასე უტიფრად ამ ყველაფერს ამტკიცებდნენ და როგორ ჩამოვიდა ის სცენარი, სადაც ღიად ეწერა, რომ გაიფიცონ სასწრაფოს ექიმები, მძღოლები, გაჩერდეს დასუფთავების სამსახური, მოკლედ ეკონომიკური კოლაფსი. თითოეული განცხადება როგორ უნდა გაკეთებულიყო, რომელიც პირდაპირ დაარტყამდა ჩვენს ეკონომიკას. ნებისმიერი პოზიტიური ნაბიჯი, ეს იქნებოდა საგარეო ინვესტიცია, თუ რეინვესტირება ჩვენს ქვეყანაში ზრდადი ბიზნესი, ეკონომიკა, თუ ბიუჯეტი, აი ამ ყველაფრის დისკრედიტაცია ყველგან, ყველა საშუალებით, ყველა ქვეყანაში და ყველა ორგანიზაციაში, სადაც ამ ბინძურ აგენტურას მიუწვდებოდა ხელი“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.