ირაკლი კირცხალია IRI-ის კვლევაზე: არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი, თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც, მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები
„არაფერია დასამალი, გაიგო საზოგადოებამ და ისედაც კარგად ვიცოდით, თუ სად იყვნენ ისინი. თვითონაც ძალიან კარგად იციან და თავიანთმა პატრონებმაც. მათ ხელშია ეს IRI და თითოეული მსგავსი ორგანიზაციები“, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ IRI-ის კვლევაზე საუბრისას.
მისივე თქმით, მათივე კომენტარებიდანაც ჩანს თუ როგორი დაბნეულები არიან. ერთ მესიჯბოქსზეც ვერ ჩამოყალიბდნენ. ესეც მიუთითებს იმ დაბნეულობაზე, რაც დღეს არის აგენტურულ ფლანგზე ქვეყანაში.
„როდესაც დღეს ვხედავთ მათივე ჩატარებულ კვლევას და ვხედავთ, თუ რამხელა სხვაობაა „ქართულ ოცნებასა“ და იმ აგენტურას შორის, ეს გვაჩვენებს, თუ რამხელა უფსკრულია ქართველ საზოგადოებასა და იმ აგენტურას შორის ჩვენს ქვეყანაში, მათვე კვლევებით. მე შემიძლია თამამად გითხრათ, რომ იმ მონაცემებზე ორჯერ მეტია მინიმუმ ის მაჩვენებელი დღეს რაც არის.
კვლევების შედეგები გამოიწვია ერთმა თვალსაჩინო მიზეზმა. ეს ხალხი 2022 წლის შემდეგ იდგა რუსთაველის გამზირზე და ოცნებებოდა ბომბების წვიმას და სირცხვილით იწვოდნენ, თუ როგორ შეიძლება, რომ ჩვენს ქვეყანაში, ამ პატარა საქართველოში იყოს მშვიდობა. საზოგადოებამ ნათლად დაინახა თუ რეალურად ვის ემსახურება ის ქართველი სახელი და გვარები, რომელსაც თავი მოაქვს ოპოზიციად, რომელიც გამოდის უტიფრად და პრეტენზია აქვს, რომ მას საკანონმდებლო ორგანოში უნდა ჰქონდეს ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი. ამან გამოიწვია მათი განულება“, - აღნიშნა ირაკლი კირცხალიამ.