1791102843
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი - „ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ“, კარგად გვახსოვს 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ დასრულებული საზოგადოებასთან ერთად
„გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ და კარგად გვახსოვს ყველას, 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ დასრულებული საზოგადოებასთან ერთად“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალია ხელისუფლების დამხობის მცდელობის დღეს ერთი წლის თავზე.
„4 ოქტომბერია, ყველას კარგად გვახსოვს და ჩვენს საზოგადოებასაც ძალიან კარგად ახსოვს. სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები იყო და გვახსოვს მათი მთავარი ლოზუნგი: ოთხში ვიწყებთ და ოთხში ვამთავრებთ და კარგად გვახსოვს ყველას, 2025 წელს ოთხში მათი დაწყებული და შემდეგ „ქართული ოცნების“ დასრულებული საზოგადოებასთან ერთად“, - განაცხადა ირაკლი კირცხალიამ.